2010 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს ახალი სამხედრო ფორმით უზრუნველყოფს, _ წერს "ვრემია ნოვოსტეი". ახალი სამხედრო ფორმის შექმნაზე წამყვანი ჰეროლმაისტერები, დიზაინერები და მოდელიორები მუშაობდნენ. ახალი ფორმის დამზადებას ორ წელზე მეტი დასჭირდა. ექსპერიმენტული ფორმის პარტია 2008 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოიწონა. მანამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლგიამ განიხილა სამამულო მწარმოებელთა მიერ შეთავაზებული სამხედრო ფორმის ვარიანტები და ამოარჩია ფერი, კონსტრუქცია და მასალა, რომელიც მოდელიორმა ვალენტინ იუდაშკინმა წარადგინა.
ახალი სამხედრო ფორმის ყველა დეტალი დაპატენტებულია. პატენტის წარმოებაზე ექსკლუზიური უფლება რუსეთის ფედერაციას აქვს, რომლის წარმომადგენლადაც გამოდის რუსეთის თავდაცვის სამინიტრო.
"ახალი სამხედრო ფორმის ავტორს ვალენტინ იუდაშკინს თავდაცვის სამინტროსგან ჯილდო არც მიუღია და არც აპირებს მის მოთხოვნას", _ ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი დიმიტრი ბულგაკოვი.
ახალ ფორმებზე გადასვლას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2013 წლამდე ეტაპობრივად აპირებს. პირველებს ახალ სამხედრო ფორმას კრემლის პოლკის ჯარიკაცებს, დედაქალაქის გარნიზონებს, სამთო ბრიგადებსა და სპეცდანიშნულების რაზმს გადასცემენ.