სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოსაწვევებს უგზავნის და აფხაზეთში 10 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევმნებზე ეპატიჟება. ინფორმაციას ამის შესაცხებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსაწვევები უკვე გაგზავნილია: რუსეთის ფედერაციის საბჭოში, რუსეთის სახელმწიფო დუმაში, რუსეთის ცესკოში, რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში, დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთი-ბელორუსის კავშირში, საარჩევნო პროცესის ამომრჩეველთა ინსტიტუტში.
ე.წ. პარლამენსტის სპიკერის ნუგზარ აშუბას თქმით, მოსაწვევები ასევე გაეგზავნებათ დაკვირვებლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში. მისი თქმით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად მოიწვევენ ასევე ვენესუელის, ნიკარაგუას, ნაურუსა და ტუვალუს წარმომადგენლებს.
"მოსაწვევები ასევე გაიგზავნება თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსზე", _ აცხადებს აშუბა.