აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათთან ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერი მზადაა. ე.წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა აცხადებს, რომ საოლქო და საუბნო კომისიებმა ამომრჩეველთა ელექტრონული ბაზა უკვე დაამუშავეს და ხმის მიცემუს პროცედურამდე 10 დღით ადრე ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბანზე გამოიკვრება.
ტაბაღუას თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების დაპატიჟებით ე.წ. პარლამენტი და მთავრობაა დაკავებული. "უკვე ცნობილია, რომ მრავალი მათგანი, ვინც ადრე უკვე იმყოფებოდა აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით კვლავ გამოთქვამს სურვილს ჩამოვიდეს და არჩევნებს დააკვირდეს", _ აცხადებს ტაბაღუა.
მისი ინფორმაციით, არჩევნების დღეს 10 მარტს სოხუმში ე.წ. ცესკოს პრესცენტრი "საპარლამენტო არჩევნები 2012" იმუშავებს.