უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ „იუვენტუსის" მეკარე და კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკა.
„ბებერი ქალბატონის" მეკარემ „მილანთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „ბურთს კარის ხაზი, რომ გადაეკვეთა და ეს მცოდნოდა, მაინც არ ვაღიარებდი".
„ბუფინი ბევრს ლაპარაკობს. „მილანის" და „იუვენტუსის" მატჩი ომს არ უნდა ჰგავდეს. მსაჯს რომ ეკითხა ბუფონისთვის, იყო თუ არა გოლი და მას „არა" ეპასუხა, მაშინ ჯიჯის ყველა მატყუარას ვუწოდებდით. მე რომ გოლი ხელით გამეტანა და ამის შესახებ მსაჯს კითხვა დაესვა, აუცილებლად ვაღიარებდი, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. მარადონამ რატომ არ თქვა, რომ გოლი ხელით გაიტანა? იმიტომ, რომ მსაჯს მისთვის ეს არ უკითხავს,"- განაცხადა პლატინიმ.