ევროკავშირის საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხეთ კავკასიის შესახებ დოკუმენტი მიიღეს.
დოკუმენტში ვრცელი ადგილი საქართველოს აქვს დათმოვბილი. ევროკავშირის საბჭოს დასკვნის მიხედვით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მიმართავს რუსეთს აიღოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.
ევროპის საბჭოს მინისტერიალის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდი სამხედრო შეიარაღება და ინფრასტრუქტურის გამტკიცება არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.
ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პროცესს როგორც ვაჭრობის, ასევე თავისუფალი გადაადგილების მხრივ.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა დადებითად აფასებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, პროგრესს და მზად არის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგას. კონკრეტულად საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობასა და სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებზე.