"ქრისტიან-დემოკრატები" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას არასამთავრობო სექტორთან გააგრძლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა" ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევენ ვეფხვაძემ განუცხადა.
ვეფხვაძის თქმით, კონსულტაციები ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან და მიიღეს გადაწყვეტილება, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებებზე ერთობლივად ემუშავათ, რათა მათი და არასამთავრობოების პროექტებში არსებული განსხვავებული ნორმები ხელისუფლებას მანიპულაციისთვის არ გამოეყენებინა.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" პოლიტიკური პარტიების ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვიეს. ამასთან დაკავშირებით განაცხადი ბიუროს დღეს წარუდგინეს.