"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პენსიის მინიმუმამდე გაზრდას ითხოვს.
როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას უკვე მომზადებული აქვს სპეციალური კანონპროექტი, რომელიც პენსიონერებისთვის პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
"საუბარია პენსიის 150 ლარამდე გაზრდასა და სადაზღვევო პოლისებით უფასო სარგებლობაზე", - განმარტა ბაღათურიამ.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი კანონპროექტი ბაღათურიამ პენსიონერებს დღეს პირადადაც გააცნო. ოპოზიციონერი დეპუტატი მათ ბუკიას ბაღში შეხვდა.
პენსიონერებთან შეხვედრებს "ქართული დასის" ლიდერი სისტემატურად გეგმავს.