აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაცვის წევრის თენგიზ პანდარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს პანდარია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს და სუნთქვას თავად აგრძელებს. ექიმების განცხადებით, ამჟამად უკვე მთავარია მისი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი.
პანდარია 22 თებერვალს პანდარია სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავის ტვინის მრავლობითი ჭრილობებით მიიყვანეს. იგი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსადრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიჭრა.