სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა დაურეკა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების საქმეში დახმარება შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელიც ანქვაბზე თავდასხმის საკითხს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა 22 თებერვალს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად მისი პირადი დაცვის ერთი წევრი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.