ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩემი ამომრჩეველი რომ არა, რომლებმაც მე მომცეს ხმა, შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მაგრამ მე მათ ვერ მივატოვებ და ამიტომაც არავითარ პოლიტიკურ თავშესაფარს მე არ მოვითხოვ. მჯერა, რომ რუსეთში არის ჯანსაღი ძალები, რომლებიც შეძლებენ სიტუაციის სწორ კალაპოტში დაბრუნებას", _ აცხადებს ჯიოევა და კვლავ მისადმი განხორციელებულ უწყვეტ ზეწოლაზე საუბრობს.
"ჩემს პალატასთან კვლავინდებურად მორიგეობს შეიარაღებული ხალხი. მე არ ვიცი თუ რა მიზნით არიან ისინი აქ. მე ვერ გავიგე ისინი მე მიცავენ თუ მე გაფრენას ვაპირებ მეხუთე სართულიდან და არც არავინ არ მიხსნის თუ რის საფუძველზე იმყოფებიან ისინი საავადმყოფოში", _ აცხადებს ალა ჯიოევა.