მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ექიმების განცხადებით, ბენზემას ორი კვირით დასვენება მოუწევს, რადგან მუხლის მცირე ტრავმა აღმოაჩნდა. ამრიგად, ბენზემა სამ მატჩს გამოტოვებს: "რაიო ვალეკანოსთან", "ესპანიოლთან" და "ბეტისთან."
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნული ტრამვა "ცსკასთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა