24-25 თებერვალს გუდაურში, სამთო-სათხილამურო სპორტში, საქართველოს თასის მესამე ეტაპი დაიწყება. ტურნირს ორგანიზებას საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაუწევს. გამარჯვებლები გამოვლინდებიან როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის.
ტურნირის პირველ დღეს, შეჯიბრება გაიმართება გიგანტურ სლალომში, ხოლო მეორე დღეს სუპერ-გიგანტურ და სპეციალურ სლალომში. თასის გათამაშება საქართველოში ექვს ეტაპად იმართება: ბაკურიანში, მესტიაში და გუდაურში.