რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის საქმეში აფხაზ "კოლეგებს" დახმარება უნდა გაუწიონ აფხაზეთში უკვე ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში ჩასულები არიან რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" კრიმინალისტები და გამომძიებლები. აფხაზურ გამოძიებას ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილენი ჯერ არ ჰყავს. აღსანიშნავია, რომ სეპარატისტებმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ანქვაბზე თავდასხმის საქმეში "ქართული კვალი"
"ჯერ ჯერობით" არ იკვეთება.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა გუშინ დილით მოხდა. მისი კორტეჟი სხვა და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. ანქვაბი გადარჩა. მისი დაცვის ერთი წევრი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.