"რუსეთმა ტერაქტის გამოძიების საქმეში დახმარება შემოგვთავაზა და ამიტომაც აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვლენ", _ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა.
"მე უფრო მეტს ვფიქრობ მათზე ვინც დამნაშავეებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სამწუხაროდ ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაშია", _ აცხადებს ანქვაბი.
მისივე თქმით, "დამნაშავეების მოქმედებების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო".
"ჩვენი იმეიდ ხალხს აქვს და ამიტომაც ჩვენ ჩვენი მოქმედებებით იმედი უნდა ჩავისახოთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენგან გადამწყვეტ მოქმედებებს ელიან ტერორიზმთან, ბანდიტიაზმთან და სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ რა მიზნებსაც არ უნდა ისახავდნენ დამნაშავეები "აფხაზეთში მდგომარეობის დესტაბილიზება აფხაზეთის ინტერესებს არ შეესაბამება და მხოლოდ ჩვენს არამეგობრებს უწყობს ხელს".