ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმელების ძებნა აფხაზეთის მთიან ადგილებში მიმდინარეობს. ძებნაში ჩართულია ვერტმფრენები.
მომხდარის გამო წუხელ სოხუმში ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ანქვაბი დაესწრო. მისი თქმით, თავდასხმის მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. მომხდარის ორგანიზატორად და შემსრულებლად ჯერ-ჯერობით ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს მოიაზრებენ.
ადგილზე ნაპოვნია თავდასხმელების იარაღი და ჭურვები. ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა გუშინ მოხდა. გარდაცვლილია მისი დაცვის ორი წევრი.
ანქვაბს ტელეფონით ესაუბრა დიმიტრი მედვედევი და გამოძიებაში დახმარებას აღუთქვა.
რუსეთის საგარეო უწყებაში კი მომხდარ ფაქტს ოკუპირებულ აფხაზეთში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.