"თოჯინების თეატრში ხელოვნური შეფერხებები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ხელმძღვანელმა თემურ ბადრიაშვილმა.
"სხვადასხვა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსგან ხელოვნური შეფერხებები გვქონდა, თუმცა მოგვარდა. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი და ახლა უკვე შეგვიძლია ყველა სკოლის მოსწავლე მივიღოთ და გავმართოთ წარმოდგენა", - განაცხადა ბადრიაშვილმა.
თეატრში ყოველ წელს 4 სპექტაკლი იდგმება, მათ შორის ზოგიერთი აღდგენილი და განახლებულია. როგორც თემურ ბადრიაშვილი აღნიშნავს, თეატრში მოსწავლეები რეგიონებიდანაც ჩამოჰყავთ. დასი სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრშიც წარადგენს.
გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა, სარემონტო სამუშაოს გამო, ახალი სეზონი პროფკავშირების შენობაში გახსნა.
თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი 1934 წელს დაარსდა.