საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას განუცხადა.
„თვითონ ის ფაქტი, რომ რამდენიმე თავდასხმა მოხდა ამ ადამიანზე, როცა ის იყო ე.წ. პრემიერი და ახლა ე.წ. პრეზიდენტი და ამის მიუხედავად ინციდენტის გამოძიება ვერ ხდება ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ეს ჩადენილია არა შემთხვევითი პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან, არამდე კარგად დაცული პოლიტიკური წარმომადგენლობის მხრიდან. შეუძლებელია ამ შემთხვევაში არ ვიფიქროთ, რომ აქ რუსეთის საოკუპაციო ძალები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, შესაძლოა ბაღაფშსაც ჰქონდა და ახლა ანქვაბს აქვს რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულებები ზოგიერთ საკითხში, თუმცა კრემლის მიზანია, რომ აფხაზეთი მთლიანად ასიმილირებული რეგინი უნდა იყოს.
„მათთვის მეორე ხარისხოვანია აფხაზთა თვითგამორკვევა, დამოუკიდებლობა. აქ მთავარია, რომ რეგიონში მთლიანად დომინირებდეს რუსული პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული გავლენა. მსგავსი თავდასხმებით კი მუდმივად ხდება პოლიტიკური ლიდერების გაფრთხილება, რომ კიდევ მეტად იყვნენ რუსული პოლიტიკის გამტარებლები", - მიაჩნია ნუგზარ წიკლაურს.
დეპუტატის შეფასები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებისა და ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთის კრიმინალიზება არა მხოლოდ ყოფით დონეზე, ასევე პოლიტიკურ დონეზეც ხდება.
„აფხაზეთი პოლიტიკური ბრძოლა არა დემოკარტიული გზებით, არამედ შეიარაღებული დაპირისპირებით, დაშინებით, შანტაჟით მიმდინარეობს და დიდი ალბათობაა იმის, რომ ამ თავდასხმის უკან სწორედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დგას", - აცხადებს უმრავლესობის წევრი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე დღეს, დილით თავდასხმა განხორცილდა, რომლის დროსაც მისი ორი დაცვის წევრი დაიღუპა. თავად ანქვაბი ინციდენტის დროს არ დაშავებულა.