საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა. როგორც მაასტრიხტის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციაზე.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან ერთად დებატებში მიიღებს მონაწილეობას.