ავღანეთში, 2009 წლის ნოემბერის შემდეგ, რაც საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა 12 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 2011 წლის დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ - რაც 749 სამხედროს შეადგენს - საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროები:
1. ვალიკო ბერაია - დაიღუპა 2012 წელს.
2. რუსლან მელაძე - დაიღუპა 2012 წელს.
3. პაატა კაჭარავა - დაიღუპა 2012 წელს.
4. შალვა ფაილოძე - დაიღუპა 2012 წელს.
5. ბესიკ ნინიაშვილი - დაიღუპა 2011 წელს.
6. რეზო ბერიძე - დაიღუპა 2011 წელს.
7. გია გოგუაძე; - დაიღუპა 2011 წელს.
8. ლავროსი ივანიაძე - დაიღუპა 2011 წელს.
9. გიორგი ავალიანი - დაიღუპა 2011 წელს.
10. ვალერი ვერსკიანი - დაიღუპა 2011 წელს.
11. რამაზ გოგიაშვილი - დაიღუპა 2010 წელს
12. დავით ცეცხლაძე - დაიღუპა 2010 წელს.
13. გიორგი კოლხიტაზიშვილი - დაიღუპა 2010 წელს.
14. ნუგზარ კალანდაძე - დაიღუპა 2010 წელს.
15. მუხრან შუკვანი - დაიღუპა 2010 წელს.