სირიიდან სეპარატისტულ აფხაზეთში ორი აფხაზი - ნიშან ვანაჩა და შამილ მარშანი დაბრუნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნებული მოჰაჯირების შთამომავლები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მიიღო.
ნიშან ვანაჩა არქიტექტორია, შამილ მარშანმა კი ინდუსტრიული კოლეჯი საამთავრა. ამჟამად ისინი სოხუმში დასასვენებელ სახლ "აფხაზიაში" ცხოვრობენ. ნიშან ვანაჩას განცხადებით იგი იმისათვის დაბრუნდა აფხაზეთში, რომ მთელი მისი ოჯახისათვის დაბრუნების საფუძველი მოამზადოს. მისივე თქმით, მალე აფხაზეთში ჩამოსვლას ასევე გეგმავს მისი ორი ძმიშვილი.