ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროები -აპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ქართველი სამხედროები საბრძოლო მანქანის აფეთქებას ემსხვერპლნენ. მანქანა თალიბებთან შეტაკებისას აფეთქდა.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
თავდაცვის სამინისტრო ქართველო სამხედროების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.