დღეს დილით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ. უცნობებმა პრეზიდენტის მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით დაცხრილეს. ანქვაბი სუხუმში მიემართებოდა. ანქვაბი არ დაშავებულა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, დაცვის ერთი წევრი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ანქვაბი სოხუმში სამუშაო ადგილზე იმყოფება. მისივე თქმით, პრეზიდენტის კორტეჟის გზაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ანქვაბზე ეს უკვე მეხუთე თავდასხმაა. თავდასხმები 2005, 2007 და 2010 წლებშიც განხორციელდა. 2007 წლის ინციდენტისას, როცა მის ავტომობილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, ანქვაბმა მცირე კონტუზია მიიღო. 2010 წელს მის სახლს ასევე ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბი დაიჭრა.