დღეს, 22 თებერვალს, 17:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის #7) ახალი საგამოფენო სივრცე - "თიბისი არტ-გალერეა" გაიხსნება. გალერეას საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატის, ზურაბ ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა გახსნის.
ექსპოზიციას მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ექსკლუზიურად "თიბისი არტ-გალერეისთვის" ამზადებდა.
"გალერეის შექმნის უმთავრესი მიზანია სერიოზული მონაწილეობა ქართული არტ-ბაზრის დარეგულირების საქმეში, ექსკლუზიური გამოფენების მოწყობის გზით საქართველოს არტისტთა სტიმულირება და თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების წარდგენა როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონსა და უცხოეთში", - აცხადებენ ორგანიზატორები.