თებერვალს თოჯინების მუზეუმში ქეთი მხეიძის პერსონალური გამოფენა მოეწყობა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმის ხელმძღვანელმა ნანა ოქრუაშვილმა განუცხადა.
"ქეთი მხეიძე საკმაოდ საინტერესო ფერმწერია. მან თავად გამოთქვა სურვილი, ჩვენთან გამოეფინა ნამუშევრები და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
თოჯინების მუზეუმში ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება.
მხატვარ ქეთი მხეიძის მეოთხე პერსონალური გამოფენა 2010 წლის 18 ივნისს მხატვართა სახლში გაიმართა, სადაც 60-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. მან ხატვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მუშაობს სხვადასხვა მასალით - ტემპერა-აკვარელი-გუაში, ასევე ზეთით, წერს ხატებსაც, მის მიერ დაწერილი ხატები ინახება ანჩისხატში, ბეთანიაში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ეკლესიაში. წარმოდგენილი ნახატებიდან აღსანიშნავია: "შვილის პორტრეტი", "ჩემი მეგობარი ბუ", "მინდა მქონდეს ფრთები", ნამუშევრები მხიარულ ფერებშია შესრულებული. გარდა თბილისისა, ქეთი მხეიძის მესამე პერსონალური გამოფენა დედოფლისწყაროშიც ჩატარდა.