ამერიკელმა მეცნიერებმა განსაზღვრეს ცილა-რეცეპტორის სტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაფანტული სკლეროზისა და სხვა დაავადების განვითარებაში. კვლევები სკრიპსის კვლევითი ინსიტიტუტის სპეციალისტთა ჯგუფმა ჩაატარამ, ჰიუ როზენისა და რეიმონდ სტივენსის ხელმძღვანელობით.
ცილოვანი რეცეპტორები S1P1-ლიმფური კვანძებიდან ლიმფოციტების მიგრაციას არეგულირებენ. აღნიშნული სისხლის უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გაფანტული სკლეროზის განვითარებაში. ისინი აზიანებენ თავის ტვინში ნეირონების გარსს, რის შედეგადაც ირღვევა იმპულსების ნორმალური ჩატარება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
კვლევებში მეცნიერებმა გამოიყენეს რენტგენის კრისტალოგრაფია. ამ მეთოდმა მათ საშუალება მისცა, განესაზღვრა S1P1-რეცეპტორის სამგანზომიელებიანი სტრუქტურა. გარდა ამისა, მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევარებმა შეძლეს შეექმნათ ამ ცილების გამოსახულება. თაგვებზე მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, როზენმა და მისმა კოლეგებმა ასევე აჩვენეს, რომ S1P1-რეცეპტორის მუშაობის რეგულაცია საშუალებას იძლევა, დაიცვან მღრღნელები გრიპის ვირუსის პანდემიისგან.