საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი განახლებულ ჟურნალს გამოსცემს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამგეობის წევრმა, ნინო მესხმა განუცხადა, ჟურნალი წელიწადში 3-ჯერ გამოვა. ახალი ნომერი კომპოზიტორთა კავშირის 2012 წლის პირველი სამი თვის ნაშრომს ასახავს.
"ჟურნალი წლების განმავლობაში გამოდიოდა და ახლა აღდგა. იგი კვარტალური იქნება და საქართველოში მიმდინარე მუსიკალურ ღონისძიებებს ასახავს. ის ასევე კვლევითი სახის ინფორმაციას მოიცავს", - განაცხადა მესხმა.
ჟურნალის გამოცემა მარტში იგეგმება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მასალის შეგროვება.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი - კომპოზიტორებისა და მუსიკათმცოდნეების ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ-შემოქმედებითი გაერთიანება - ჩამოყალიბდა თბილისში 1932 წელს. პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი არაყიშვილი, 1984 წლიდან. 2011 წლიდან კავშირის თავმჯდომარეა კახა ცაბაძე.