გრიბოედოვის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში დავით შემოქმედელის წიგნის"რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში" პრეზენტაცია გაიმართება. მოთხრობები რუსულ ენაზე ვლადიმერ სარიშვილმა თარგმნა, რომლის პრეზენტაციაც ამიერკავკასიის რუსულენოვანი ლიტერატურის დღეების ფარგლებში 21 თებერვალს მოეწყობა.
"მოთხრობების კრებული ქართულად 2008 წელს გამოვეცი. ამჯერად, კი ლიტერატურის დღეების ფარგლებში უკვე რუსულ ენაზე ნათარგმნ წიგნს წარვადგენ. მასში 14 მოთხრობაა შესული, რომელზეც დაახლოებით ორი ათეული წელი გრძელდებოდა მუშაობა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" დავით შემოქმედელმა.
დავით შემოქმედელი თავდაპირველად ლექსებს წერდა, როგორც მწერალმა "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა მოთხრობებზე მუშაობა მოგვიანებით დაიწყო.
მისი პირველი მოთხრობების კრებული "სიტყვებს მიღმა" 2006 წელს გამოვიდა.