ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" ცხინვალის რეგიონში მოქმედი "პარლამენტის" ე.წ. სპიკერს იური ძიცოითის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზად ე.წ. ცესკომ ხელმოწერილ ფურცლებში არსებული ხარვეზი დაასახელა. ეს განცხადება ე.წ ცესკოს მდივანმა ირინა გასეევამ გააკეთა.
თავად ძიცოითი ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. რამდენიმე ხნის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო მარათონს ასევე გამოეთიშა ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე როინ კოზაევი. მან ე.წ. სახელმწიფოებრივი ენების (ოსური და რუსული) ცოდნა ვერ გამოავლინა.
ამას გარდა, კიდევ ერთმა "კანდიდატმა" გიორგი კაბისოვმა თავად გამოთქვა სურვილი ე.წ. საპრეზიდენტო მარათონოდან გამოთიშვის შესახებ.
სულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" თანამდებობაზე ამჟამად უკვე 19 ადამიანი აცხადებს პრეტენზიას. ე.წ. კანდიდატთა საბოლოო დადასტურებული სია 29 თებერვალს გამოქვეყნდება.
არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდიანარე წლის 25 მარტს გაიმართება.