დღეს ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" ხსენება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში დაუშვებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს "ამ დრომდე არ წარმოუდგენია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ თავისეული ხედვა".
"ჟენევის მოლაპარაკებათა მე-18 შეხვედრაზე ჩვენ მივმართეთ თანათავმჯდომარეებს თხოვნით, მე -19 შეხვედრისთვის მოამზადონ საინფორმაციო სესია ცნება "ოკუპირებულ ტერიტორიებთან" მიმართებაში. მათ შემოგვთავაზეს, ეს საკითხი ივნისში განგვეხილა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ საკითხს ყველა მომდევნო შეხვედრაზე მაინც დავაყენებთ.