ცხინვალში მყოფი ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები იმედს იტოვებენ, რომ საქართველო და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ორივე მხარის მიერ დაკავებულების ურთიერთგადაცემის პროცესს გააგრძელებენ.
ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო) ცხინვალის რეგიონში დღეს ჩავიდნენ.
"იმედი გვაქვს, რომ 21 თებერვალს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ნაკლებეფექტური არ იქნება. დაკავებულების ერთმანეთისათვის გადაცემის პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და ამ პრობლების გადაჭრის გზაზე არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა არსებობდეს", _ განაცხადა პადრიგ მერფმა.