სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გაზრდა მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ გაწვეულ წვევამდელებს შეეხებათ. აღნიშნულს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12-იდან 15 თვემდე გაიზრდება.
თუმცა საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნულია, რომ სამხედრო სამსახურის 15-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გაწვეულნი იქნენ სახედრო სავალდებულო სამსახურში ამ კანონის ამოქმედებამდე.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი განმარტებულია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის.