მარი გულბიანი საქართველოში მცხოვრები ესპანელების შესახებ ფილმს იღებს. როგორც რეჟისორმა განაცხადა, ფილმში 3 პერსონაჟი უკვე შერჩეული ჰყავს.
"ფილმს ვიღებ არჩევანწართმეულ ადამიანზე, რომელთაც ბავშვობაში იძულებით აგზავნიან სხვადასხვა ქვეყანაში საცხოვრებლად და ისინი სიბერეში ირჩევენ, სად დაასრულონ ცხოვრება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან"გულბიანმა.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმის ერთ ნაწილს საქართველოში, მეორეს კი ესპანეთში გადაიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მარი გულბიანის სვანეთზე გადაღებულ ფილმი "ღრუბლების ზემოთ" კორსიკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 16 ნოემბერს იქნა წარადგენილი.
"ჩემი წინაპრები სვანეთიდან იყვნენ და ფილმი იქ გადავიღე. მინდოდა მეჩვენებინა ადგილის მიმართ დამოკიდებულება, როგორც იქ მცხოვრებლების, ასევე ყაბარდოელი და უკრაინელი ქალების. ჩემი სოფელი მიწამ ჩაიტანა და აღარ არსებობს. ბაბუაჩემი ხშირად მეუბნებოდა, "სიცოცხლე იმ ადგილზე დადის, საიდანაც ჩვენ მოვდივართ და სიკვდილი იმ ადგილზე დარდია, საიდანაც წავალთო". აი, ამ გზას გავყევი, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლინა მოახდინა ჩემზე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გულბიანმა.
"ღრუბლების ზემოთ" წელს ბათუმის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. 2010 წელს კი - თბილისის კინოფესტივალზე.
გულბიანის "მე სახლში ვარ, შენ გზაში" 2009 წელს კანის კინოფესტივალზე მომავალი ფილმის საუკეთესო სცენარად აღიარეს.