დღეს, ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ნატოს კუთხე გახსნა. კუთხის გახსნას ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ბარამიძემ, ასევე, შეხვედრა გამართა აკადემიის სტუდენტებთან, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ალიანსის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა.
ვიცე პრემიერ-მინისტრს მასპინძლობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა გაუწია, რომელმაც განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსი დაათვალიერებინა.
თავდაცვის ეროვნული აკადემია 1993 წლის 28 მაისს დაარსდა. 2011 წლის 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია გახსნა. აკადემია არის ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულებს ბაკალავრის ხარისხი და ლეიტენანტის წოდება მიენიჭებათ. აკადემია ასევე ამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით.