სეპარატისტულ სამხრეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო) ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
თანათავმჯდომარეები ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. შეხვედრას, ოსური მხარის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურაჯ ჯიოევი და ე.წ. წრმუნებული ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დავიდ სანაკოევი.
ბორის ჩიჩიევმა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მალე უკვე ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 შეხვედრა გაიმართება და უკვე დროა "შედეგებზე მუშაობისა". ამას გარდა, მისივე თქმით, ოსურმა მხარემ "უნდა იგრძნოს საბოლოო მიზანთან მიახლოება - იმ მიზანთან რომლის გამოც შეიქმნა კიდეც ჟენევის მოლაპარაკებები და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჰუმანიტარული და დევნილების პრობლემების მოგვარებაში გამოიხატება - ეს კი ჯერ ჯერობით არ ჩანს".
შეეხო ჩოჩიევი ასვეე ნეიტრალური პასპორტების თემასაც და განაცხადა, რომ :"იმის ნაცვლად, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობდეს, ისინი რაღაც ეშმაკურ და არასახელმწიფოებრივ მიდგომას ავლენენ. ყველაფერი ეს კი ნეგატიურად გამოიხატება ჟენევის დისკუსიებზე", _ აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ცხინვალის რეგიონამდე სოხუმს სტუმრობდნენ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე 19 რაუნდი კი მიმდინარე წლის 28-29 მარტს გაიმართება.