დღეს, 17 თებერვალს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს - ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი), ანტი ტურუნენს (გაერო) და პადრიგ მერფის (ეუთო) ცხინვალის რეგიონში ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ცხინვალში ისინი შეხვედრებს გამართავენ ე.წ. პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის წარმომადგენელთან ბორის ჩოჩიევთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე ოსური დელეგაციის წევრებთან.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები სოხუმში უკვე იმყოფებოდნენ. გარდა აფხაზურ მხარესთან გამართული მოლაპარაკებებისან მათ ბიჭვინთაში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საფუძვლებისადმი მიძღვნილ სემინარში.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგინ მე-19 რაუნდი მიმდინარე წლის 28-29 მარტს გაიმართება.