ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ახლო მომავალში აპენინებზე გადაინაცვლებს სამუშაოდ. გვარდიოლას კონტრაქტი "ბარსელონასთან" სეზონის ბოლოს იწურება და სავსებით შესაძლებელია ესპანელი იტალიაში წავიდეს სამუშაოდ. ვიალის თქმით, პეპი "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდება.
"შემდეგ სეზონში გვარდიოლა "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდება. მისი დამხმარე მწვრთნელი კი რობერტო ბაჯო იქნება", - განაცხადა ვიალიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი თამაშობდა "კრემონეზეში", "სამპდორიაში", "იუვენტუსში" და "ჩელსიში". ასევე იყო "ჩელსისა" და "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი.