ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს საშუალება, რომლის დახმარებით შესაძლებელია გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა და თავიდან აიცილოთ სიბერის დაავადებები.
მეცნიერებმა „ჰარვარდის" უნივერსიტეტიდან შეისწავლეს მცენარეული ექსტრაქტის ბიოქიმიური მოქმედების მექანიზმი, რომელიც უძველესი დროიდან ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს მექანიზმი ადასტურებს, რომ ექსტრაქტის აქტიური ინგრედიენტი ხელს უშლის ავტოიმუნურ დაავადებას და აყოვნებს სიბერეს.
ნედლეული, ამ ექსტრაქტისთვის, ცნობილია როგორც ჩანშანი. იგი წარმოადგენს გორტენზიის ერთ-ერთი სახეობას, რომელიც ტიბეტსა და ნეპალში იზრდენა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ექსტრაქტის აქტიური კომპონენტი- გოლოფუგინონი ბლოკავს იმუნურ რეაქციას, რომელიც ავადმყოფობის განვითარებას იწვევს. როგორც მეცნიერები განმარტავენ, ამინომჟავების დეფიციტის შემთხვევაში, უჯრედები ამცირებენ მათი გადარჩენისთვის არასავალდებულო ცილების სინთეზს.
კვლევების ხელმძღვანელები აცხადებენ , რომ გალოფუგინონის ბიოქიმიური მოქმედების მექნიზმი მიუთითებს მის უნარს, გახდეს ეფექტური საშუალება ავტოიმუნური დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.