„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ სეზონის წინ განაცხადა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპამდე გავიდოდა, მაგრამ როგორც ყველასთვის არის ცნობილი, მისი გუნდი ამჟამად ევროპის ლიგაზე ასპარეზობს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვართ კონცეტრირებულები ევროპულ არენაზე გამარჯვების მისაღწევად. „მანჩესტერ სიტის" დიდი ხანია ევროპული ტიტული არ მოუგია და წელს კაგი შანსი გვაქვს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ტიტულით გავახაროთ გულშემატკივარი. „ევროპის ლიგაზე" გამარჯვება „სიტისთვის" უდიდესი წარმატება იქნება და დიდ ნაბიჯს გადადგამს სამომავლო წინსვლისთვის,"-განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც დღეს, პორტუგალიაში „პორტუს" დაუპირისპირდება.