აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსმა ოკუპანტებმა, რომლებიც იქ მესაზღვრეების როლს არსულებენ კოდორის ხეობაში, სოფელ საკენში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობა კვლავ რთულია", _ იუწყება აფხაზურ მხარე აფხაზეთში მყოფ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში მყოფმა რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიტოვებულ შენობაში სოფელ საკენში (გულრიფშის რაიონი. კოდორის ხეობა) იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
"დახურულ ცინკში აღმოჩენილია ტყვიაწამალი, შაშხანები, რომლებიც დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია", _ იუწყება აფხაზური მედია და ასევე აღნიშნავს, რომ გალის რაიონში ასევე აღმოჩენილია "გაზელის" ტიპის ავტომობილი, რომელშოც ასევე ტვია-წამალი იყო. ავტომობილი უპატრონოდ იყო მიტოვებული. მიმდინარეობს გამოძიება.