გუშინ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მორიგი მერვედფინალური მატჩები გაიმრთა. სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა" ლისაბონის „ბენფიკას" უმასპინძლა" და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა შიროკოვმა მალევე გაათანაბრა.
მეორე ტაიმში, 71-ე წუთზე მასპინძლება შესანიშნავი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, პორტუგალიელებმა გაათანაბრეს. გოლის ავტორი კარდოზო გახდა. გაშვებული გოლიდან ერთ წუთში, შიროკოვმა დუბლი გაიფორმა და „ზენიტს" გამარჯვება მოაპოვებინა.
მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა შეხვედრა მილანში, სადაც ადგილობრივი გუნდი, ლონდონის „არსენალს" დაუპირისპირდა. ყველა დაძაბული შეხვედრის მოლოდინში იყო, მაგრამ მასპინძლებმა „არსენალი" მიწასთან გაასწორეს, ანგარიშით 4:0. დუბლი გაიფორმა ბრაზილიელმა რობინიომ, იბრაჰიმოვიჩმა და პრინც ბოატენგმა თითო-თითო გოლი მიითვალეს და სავარაუდოდ გადაწყვიტეს ამ წყვილში გამარჯვებულის ბედი.