ინგლისური გამოცემა Dayilimail-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს სიტუაციის გამოსასწორებლად 2-მატჩიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვრთნელი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
როგორც გამოცემა ამტკიცებს, აბრამოვიჩი მწვრთნელს სამშაბათს შეხვდა და საკმაოდ მკაცრადაც ესაუბრა. სწორედ ამ შეხვედრისას აცნობა აბრამოვიჩმა ვილაშ-ბოაშს, რომ მას 2-მატჩიანი ვადა ექნებოდა: მომავალ კვირას თასის მატჩი "ბირმინგემთან" და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩი "ნაპოლისთან". თუ ამ ორ მატჩში ვილაშ-ბოაშის შეგირდებმა სასურველი შედეგი ვერ აჩვენეს, პორტუგალიელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 25-ე ტურის თავზე, "ჩელსი" 43 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 17 ქულით ჩამორჩება.