„ფიფამ" თებერვლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 436 ქულით 81-ე ადგილზე იმყოფება. იანვრის თვესთან შედარებით, ნაკრებმა 5 საფეხურით უკან დაიხია.
ცვლილებები პირველ ათეულსაც შეეხო. გერმანიის ნაკრებმა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, პორტუგალია მეშვიდედან მეექვსე პოზიციაზე გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ეროვნული გუნდი ფიფას თებერვლის რეიტინგში პირველ ათეულში აღარ იმყოფება, არგენტინელები ერთი საფეხურით დაქვეითდნენ და ამ ეტაპისთვის მე-11 ადგილზე არიან.
1.ესპანეთი 1566
2.(3) გერმანია 1369
3.(2)ჰოლანდია 1359
4.ურუგვაი 1317
5.ინგლისი 1179
6.(7)პორტუგალია 1155
7.(6)ბრაზილია 1152
8.(9)იტალია 1115
9.(8)ხორვატია 1101
10.(11)დანია 1090