სარეზერვო სამსახურში გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება. აღნიშნულის შესახებ ცვლილება "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახება შესაძლებელი იქნება განახორციელოს თავდაცვის სამინისტრომაც ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშულებებით. ასეთი გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი, პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება, რომელიც კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გამოიცემა.
გარდა ამისა, პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევისას პუნქტამდე მიყვანას, პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, რეზერვისტების მგზავრობას, თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით ან ფინანსებით უზრუნველყოფს.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირების შესაბამის პუნქტამდე მიყვანას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უზრუნველყოფს.
კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა.