გალის რაიონის სოფელ თაგილონის III კლასელი მოსწავლე მამუკა ფიფია ოკუპირებიულ აფხაზეთშიუ მყოფმა რუსმა სამხედროებმა სასტიკად სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თორნიკე კილანავა ადასტურებს და ამ ფაქტს რუსი სამხედრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ვანდალობებს შორის ყველაზე სასტიკს უწოდებს.
"ეს ფაქტი ყველაზე ვანდალურია ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სისასტიკეთაგან. დილით გალის რაიონის სოფელ თაგილონში როდესაც ბავშვი სკოლაში მიდიოდა იგი რუსმა სამხედროებმა გააჩერეს და ჩანთა გაუჩხრიკეს. ჩანთაში ქართული წიგნებისა და მათ შორის "დედა ენის" აღმოჩენის შემდეგ მას მესამე კლასელი მოსწავლე სასტიკად სცემეს",_ აცხადებს კილანავა.
მისივე თქმით, ბავშვმა ცემის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო. ამჟამად იგი ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული და მის ჯანმრთელობაზე ქართველი ექიმები ზრუნავენ.
კილანავას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
სულ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში 31 ქართული სკოლა მოქმედებს. მამუკა ფიფიაც სწორედ სოფელ თაგილონში მოქმედი ქართული სკოლის III კლასის მოსწავლეა.