თბილისის „დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც საუბარია თბილისის დინამოზე და ესპანელი მადლობას უხდის ქართველ გულშემატკივარს. გთავაზოვთ წერილს უცვლელად:
"მე არ მიყვარს დამშვიდობება, ვინაიდან ყოველთვის არსებობს შანსი ცხოვრებაში, რომ მეორედ შეხვდე. მე მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ რვა თვისთვის, რომელიც ჩემი ცხოვრებისთვის მართლაც სასიამოვნო იყო. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტს რომან ფიფიას და გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელმაც მომცეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი ამ დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს, თითოეული ვარჯიში და მატჩი იქნება დაუვიწყარი. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ადმინისტრატორებს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ ყოველი დღე ყოფილიყო ჩემთვის იოლი. განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გიორგი ყოლბაიას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კლუბშია დასაქმებული. მადლობას ვუხდი ფანებს, რომლებიც კარგ და რთულ მომენტში ედგნენ დინამოს გვერდით. მადლობა ხალხს, რომელთა მხრიდანაც, ვგრძნობდი სიმპათიას, სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას და განსაკუთრებით მადლობა "RED CAFE"-ს და სასტუმრო "ბომონდის" თანამშრომლებს.
მადლობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში თავს ვგრძნობდი როგორც სახლში. მე ნამდვილად არ მეგულება ბევრი ასეთი კლუბი, ასეთი ფანები და ასეთი ხალხი. თავს ვგრძნობ როგორც ქართველი და რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" ფანი.
მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომ თითოეული წუთი და საათი ჩემს გუნდს და კლუბს მივუძღვენი. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიღწვოდი „დინამოსთვის". არ მჭირდება იმ ტყუილების განსჯა, რაც ჩემს მუშაობაზე და პროფესიონალიზმზე ითქვა. მე მაქვს სუფთა სინდისი, ღია გული და სუფთა ხელები. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს პატიება, დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება.
მე მაქვს ვალი მოსახდელი კლუბთან. მაქვს იმედი, რომ კვლავ მომეცემა საშუალება, რომ ვიყო მწვრთნელი თბილისის "დინამოსი".
მთელი გულით მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული თქვენდამი.
შეხვედრამდე."