გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური პირველი ორი მატჩი გაიმრთა. დიდ ყურადღებას იპყრობდა მატჩი გერმანიაში, სადაც ერთმანეთს „ლევერკუზენი" და „ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.
კატალონიურმა გუნდა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველი ტაიმი ძალიან უფერული აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ ერთი რეალური მომემტი შეიქმნა, რომელიც ბარსელონელებმა გოლად აქციეს: ალექსის სანჩესმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა კარგად ითამაშეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩილელმა სანჩესმა, დუბლი გაიფორმა და ესპანური გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს თავის გოლი გაიტანა ლეო მესიმ და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ექვს მატჩში, შვიდი გოლი დაუგროვდა. საბოლოოდ 1:3 და ამ გამარჯვებით „ბარსელონამ" თითქმის გაინაღდა ადგილი მეოთხედფინალში.
მეორე მატჩი საფრანგეთში გაიმართა, სადაც „ლიონი", წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენას, „აპოელს" დაუპირიპირდა. უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ფრანგებმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. გოლის ავტორი ლაკასეტე გახდა.განმეორებითი მატჩები 6-7 მარტს გაიმართება.
დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩატარდება კიდევ ორი მატჩი, „მილანი" - „არსენალი" და „ზენიტი" - „ბენფიკა".