აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიჩესლავ ჩირიკბა სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს - ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი) ანტი ტურუნენს (გაერო) მადრიგ მერფის (ეუთო) შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ ლეფორმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინ თანათავმჯდომარეები დღის წესრიგის შესათანხმებლად სოხუმს, ცხინვალს, მოსკოვსა და თბილისს სტუმრობენ. მისი თქმით, საუბარი კონკრეტულ საკითხებს ეხება, რომლებიც უსაფრთხოების, ნდობის ზომებთანა არის დაკავშირებული. ასევე საკითხები ეხება ძალის გამოუყენებლობასა და ჰუმანიტარულ საკითხებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ ყველა სხვა მიმართულებით ვცდილობთ წინ წავიწიოთ", _ განაცხადა ლეფორმა.