ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა პოლიტიკიდან წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჯიოევამ საავადმყოფოში ყოფნისას თავად განაცხადა, სადაც ის თავდასხმისა და ინსულტის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.
ალა ჯიოევას განცხადებით, გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე იგი უახლოეს სამ დღეში მიიღებს. "არ მეგონა, რომ პოლიტიკა ასეთი ბინძური საქმეა და რომ ხალხი საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის", _ განაცხადა ჯიოევამ და იქვე არ გამორიცხა, რომ მისი პოლიტიკიდან წასლის შემთხვევაში მან რომელიმე უცხოურ ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართოს. ალა ჯიოევას ქვეყანა არ დაუკონკრეტებია.