პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო. სესიის ჰიმნით გახსნის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების სია ამოიკითხა, სადაც რიგით პირველი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე აღმოჩნდა.
აღნიშნული ფაქტი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრმა ჯონდი ბაღათურიამ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ გამომსვლელთა სიაში პირველი თავად იყო და სია შეცვალეს, რათა პირველი გამომსვლელი თარგამაძე ყოფილიყო.
ოპოზიციონერი დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მას საშუალება ექნება გადაამოწმოს სიის ნამდვილობა.
თუმცა, დავით ბაქრაძეს მანდატურების დახმარებაც დასჭირდა, რომელთაც "რეგლამენტის მოთხოვნის საფუძველზე ბაღათურიას გაჩუმება" დაავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომების მიღებაზე გააკეთა განცხადება.
თარგამაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სიტყვით გამომსვლელთა რიგის გადაადგილებას, განსაკუთრებით ადგილი აქვს თარგამაძის შემთხვევაში.
"ეს ბავშვობას მაგონებს, როდესაც ჩამორჩენილ მოსწავლეს იფარავდნენ იმისი გამო, რომ სკოლის დირექტორის კაცი იყო", - დასძინა ბაღათურიამ.