ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქვედანაყოფების განლაგებასთან დაკავშირებით მკვეთრი რეაგირება მოახდინოს.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დადასტურა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების ოთხი ქვედანაყოფი იქმნება, რომელიც გალსა და ოჩამჩირეში განლაგდება და აღნიშნული ქვედანაყოფები მოიერიშეების ქმედებებისთვის არის გათვალისწინებული.
დეპუტატის შეფასებით, რუსეთი ყველანაირ ხელშეკრულებას არღვევს, მათ შორის კავკასიის შეიარაღებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას.
"საგარეოს უწყება ვთხოვ, რომ მკვეთრი რეაგირება მოახდინოს, განცხადება მიიღოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება მოახდინოს", - განაცხადა დავითაიამ და რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოახმაურა, სადაც ის სოხუმში ახალი შეარაღების საკითხებზე საუბრობს.
ამას გარდა, დეპუტატმა ყურადღება გამოსვლისას, დევნილთა მდგომარეობასაც დაუთმო და აღნიშნა, რომ დაუშვებელია დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდეთ.
მისი შეფასებით, დევნილებმა ქონებასთან ერთად ადამიანებიც დაკარგეს და მათ გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეთ.